"ალტერბრიჯში" პროექტ "ლურჯი ოკეანის" გამოცემის "ნულიდან ერთამდე" წარდგენა გაიმართება

15 ოქტომბერს, 19:00 საათზე მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში „ალტერბრიჯი“ ღონისძიება გაიმართება , სადაც Gepra–ს უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის მრჩეველი თამთა გველესიანი ისაუბრებენ წიგნზე - „ნულიდან ერთამდე“.

პროქტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში, პიტერ თილისა და ბლეიკ მასტერსის ავტორობით გამოცემული წიგნი გთავაზობთ სრულიად ახალ, გასაოცარ იდეებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შექმნათ ფასეულობები ჩვენს სამყაროში.

პიტერ თილი არის PayPal-ისა და Palantir-ის თანადამფუძნებელი, Facebook-ის პირველი გარეინვესტორი და ისეთი კომპანიების შემქმნელი, როგორებიცაა SpaceX და Linkedin. მანვე ჩაუყარა საფუძველი Thiel Fellowship-ს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, დატოვონ უნივერსიტეტი და სწავლა სამუშაო გარემოში გააგრძელონ.

წიგნში „ნულიდან ერთამდე“ პიტერ თილი საუბრობს სწორედ იმ გამოცდილებაზე, რომელიც სტარტაპების შექმნისას მიიღო და მოგვიანებით, ეს სტარტაპები მასშტაბური კომპანიები გახდნენ.

დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, გამომცემლობა „პალიტრა L-სა“ და „ალტერბრიჯს“ შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც, როგორც ბიზნესლიტერატურის, ისე ბიზნესგანათლების განვითარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებაზე ერთ–ერთი სპიკერი იქნება მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი და პოზიტიური ფსიქო-კონსულტანტი მაკო ჯაოშვილიც.

„მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ორმხრივად საინტერესო პროექტები დავგეგმოთ. პირველ რიგში, ეს ეხება „ლურჯი ოკეანის“ ბიზნესლიტერატურას, რომელზეც უფრო აქტიურად ექნება წვდომა როგორც ჩვენს აკადემიურ პერსონალს, ისე ჩვენს სტუდენტებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ იმ ბიზნესგამოცემების თარგმნაზე, რომელიც ბევრი ადამიანის განვითარებას შეუწყობს ხელს. რამდენიმე სახელმძღვანელო უკვე შევარჩიეთ, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ, რომ ერთობლივად ვთარგმნოთ და გამოვცეთ. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გარდა, მიმდინარე პროექტების ფარგლებში ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით. შესაძლებლობები ბევრია, ინტერესი და მოტივაცია კი ორივე მხარეს გვაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობა გველის წინ. ეს ყველაფერი იწყება წიგნით „ნულიდან ერთამდე“, რომელიც ნებისმიერი ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განმარტავს მაკო ჯაოშვილი.

ღონისძიების ბმული: https://fb.me/e/6mU3NIEDs

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია