შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატი - მოწმეებმა სრულად გამორიცხეს წაყენებული ბრალის რეალურობა

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ. - ს ადვოკატის, მურმან ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, დღეს გამოკითხული ორივე მოწმის ჩვენებები იმდენად სრულყოფილი იყო, რომ მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და მათ სრულად გამორიცხეს წაყენებული ბრალის რეალურობა.

,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა როგორც ვახტანგ ჩიქოვანი, ასევე ბრალდებული ზ.ხ. , რომელთა ჩვენებებმა ფაქტობრივად გამორიცხა და სიცრუეში დაადანაშაულა ე.წ. ოქროს მოწმის ჩვენებები. ორივე მოწმის ჩვენებები იმდენად თანმიმდევრული და სრულყოფილი იყო, რომ მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ორივე მოწმე დაიკითხა სასამართლოზე ერთდროულად, შესაბამისად, ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით მათი ჩვენებების შეთანხმებას. მათ სრულად გამორიცხეს წაყენებული ბრალის რეალურობა“, - აღნიშნა მურმან ნიკოლეიშვილმა.

უფლებადამცველის განცხადებით, ვახტანგ ჩიქოვანი, არასრულწლოვანი ზ.ხ. და ვასილ მახარაძე ავტომაგისტრალის გადაკვეთის და ე.წ. ფერად შენობასთან მისვლის შემდეგ, მანქანის მოსაყვანად უკან გაბრუნდნენ და ხიდთან არცერთ მათგანს არ ჩაურბენია.

,,ხიდთან არავის არ ჩაურბენია, როდესაც გადმოვიდნენ მანქანიდან ისინი თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ, თუმცა, რატომ მისთვისაც აუხსნელია. შემდეგ მივიდნენ და გაჩერდნენ „ფერად შენობასთან“, იქ აღარავინ დაუნახავთ, თუ სად წავიდა და როდესაც ექვსივე შეიკრიბა თქვეს, ცალკე მანქანა მოვიყვანოთო. ჩიქოვანი, ზ.ხ. და მახარაძე მიდის მანქანის მოსაყვანად“, - განაცხადა მურმან ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს