სერგი კაპანაძე - გიგის  ხატოვან  განცხადებას - „მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას“, შინაარსი აქვს, რომ საჭიროა ბიძინას დამარცხება, ოღონდ ალტერნატივა სააკაშვილი არ არის - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე არ ეთანხმება შეფასებებს, რომ მათი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს.

როგორც კაპანაძემ უგულავას მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, უგულავას მიერ ხატოვნად გაკეთებულ განცხადებას კონკრეტული შინაარსი აქვს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ „საჭიროა ბიძინას დამარცხება, ოღონდ ამის ალტერნატივა არ არის სააკაშვილი“.

„აქ რაიმე ახალი საფუძველი და პირადი დაპირისპირება არაფერ შუაშია. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ ხალხამდე იმის მისატანად, რომ საჭიროა გარდამტეხი ცვლილებების მოხდენა და გვაქვს კონკრეტული გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ გვინდა გარდამტეხი ცვლილებების მოხდენა ივანიშვილის დამარცხების გზით, მაგრამ ივანიშვილის პროპაგანდა საწინააღმდეგოდ ჩვენი გეგმისა, საწინააღმდეგოდ საერთოდ ცვლილებებისა, არის ის, რომ „მე თუ დავმარცხდები, მოვა სააკაშვილი და ყველა არის სააკაშვილი“ ანუ მარტივი გზავნილი აქვს ივანიშვილს - „წინა ხელისუფლება ყველა არის სააკაშვილი, მან გააკეთა ბევრი ცუდი რამ“, პროპაგანდისტული ნიაღვარი მოდის. ამას მეორე მხარეს აქვს - სააკაშვილის პროპაგანდა, რომელიც ამბობს, რომ „თუ ივანიშვილის დამარცხება გვინდა, უნდა ვიყო მარტო მე“ - აი, ეს ორი პროპაგანდისტული ნიაღვარი არის დღეს ორივე მხრიდან და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის არასწორი, არ არის რეალობა და არის ილუზიის შექმნა მოსახლეობისთვის, რომ არის ორი პოლუსი. მეორე - მიდგომა ორივე მათგანის, რომ ერთი ადამიანი არის მესია, რომელიც მოაგვარებს ყველა პრობლემას, არის ასევე არასწორი.

რაც შეეხება სიხისტეს, ეს სტილის ამბავია. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ წისქვილზე არ ასხამს წყალს. „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალს ასხამს მარტო ის რიტორიკა, რომ არჩევანი არის ბიძინას და მიშას შორის. ამას ვინც აკეთებს, ის ასხამს წყალს „ქართული ოცნების“ წისქვილზე, რადგან ამას აკეთებს „ქართული ოცნება“.

გიგიმ უბრალოდ ხატოვნად თქვა, რომ „მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას“, რაც აიტაცა ყველამ, თორემ ამის უკან შინაარსია და შინაარსია, რომ საჭიროა ბიძინას დამარცხება, ოღონდ ამის ალტერნატივა არ არის სააკაშვილი, არ არის ყველა ოპოზიცია სააკაშვილი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ მის მიერ გაკეთებული განცხადებებით არ უქმნის საფრთხეს ოპოზიციურ ერთობას და პირიქით, მათი პარტია ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია.

„ჩვენ ვიყავით ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ოღონდ ამ ერთობის ერთ-ერთი გამოვლინება უნდა ყოფილიყო მაჟორიტარებზე შეთანხმება, რომელიც ჩაშალა პირადად მიხეილ სააკაშვილმა და ამაზე საუბრობდა გიგი - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. იყო შანსი, რომ მართლა ყოფილიყო მაჟორიტარებზე შეთანხმება და ამ ოპოზიციური ერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა, მაგრამ მან ამჯობინა თავისი პირადი ძალაუფლება, თავისი თავი დაეყენებინა წინ“, - აღნიშნა კაპანაძემ.

"ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტიას პრობლემა არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოსთან, არამედ პოლიტიკასთან და დამოკიდებულებასთან აქვს.

"მიხეილ სააკაშვილი წლების განმავლობაში გვეძახდა მოსყიდულებს, მიყიდულებს, "მაღლა დადგომაზე" დღეს ნუ ვისაუბრებთ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ გვიპასუხა, ჩვენ პიროვნული პრობლემა კი არ გვაქვს ვინმესთან ან ჩვენ პრობლემა იმასთან კი არ გვაქვს, რომ ვიღაცამ რაღაც კონკრეტული თქვა, ჩვენ გვაქვს პრობლემა პოლიტიკასთან და დამოკიდებულებასთან, რომ მთავარი ერთი ადამიანია, რომელიც მოაგვარებს პრობლემებს და მთავარია ერთი ადამიანის ინტერესები და არა საერთო ინტერესები. ამასთან გაქვს პრობლემა და როცა ასე დგება საკითხი, რომ ერთი ადამიანი გვინდა წინ რომ წაგვიყვანოს, და არა ისე, როგორც ჩვენ ვაყენებთ, რომ მთავარია კონკრეტული გეგმა რას გავაკეთებთ, გადასახადებს შევამცირებთ, მეტ ფულს დავუტოვებთ ხალხს, ეკონომიკას ავამუშავებთ, ამ მიდგომას ვინც არ იზიარებს, მიმაჩნია რომ ცუდია ქვეყნისთვის. კონკრეტულ კომენტარზე კომენტარი ჩვენი ამოცანა არაა, ჩვენ კომენტარზე კომენტარს არ ვაკეთებთ. ვცდილობთ, რომ ჩვენი ხედვა რაცაა და რისიც გვჯერა გულწრფელად, რომ საკითხის ასე დაყენება - ორი ადამიანი იბრძვის და ამის გარდა სხვა არავინ არაა, ეს არის არასწორი, ამას ვუპირისპირდებით და არა ცალკეულ გამონათქვამებს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, მათი მიზანია, ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამში მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე მიიღებს ბიძინა ივანიშვილი.

„ეს არის #1 ამოცანა. ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და გადავიდეს ოპოზიციაში, ამის შემდეგ გამარჯვებულმა ოპოზიციურმა ძალებმა, ჯამში უნდა შეძლონ და, აუცილებლად მოხდება ამ არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობა დააკომპლექტონ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯამურ კოალიციაში, სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის "ევროპულ საქართველოს" ჰქონდეს ჯამში უფრო მეტი, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას", ეს გაცილებით გაამარტივებს კოალიციის შექმნას. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც არ დავასახელეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. მიგვაჩნია, რომ ახლა ადამიანების მიერ კონკრეტული თანამდებობის დაკავებაზე საუბარი არის ნაადრევი და არასერიოზული. არ შევედით ამ დისკუსიაში, ეს მიგვაჩნია ახლა უადგილოდ. კოალიციური მთავრობა კი არ არის მთავარი და თვითმიზანი, მთვარია ის, რომ რა გეგმაც გვაქვს, განხორციელდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო