კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი პანდემიის კუთხით არსებულ საჭიროებებზე საქართველოს დახმარებას აგრძელებს

დაკვირვებას ვაგრძელებთ, რათა შევაფასოთ, თუ იქნება რაიმე სპეციფიკური საჭიროება, სადაც წვლილის შეტანას შევძლებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, საქართველოში Covid-19-ის ვითარების გაუარესების გამო, ხომ არ უნდა ელოდოს ქვეყანა "ევროკავშირისგან" რაიმე დამატებით ფინანსურ დახმარებას, ჰარცელმა უპასუხა, რომ უკვე დამტკიცებული პროგრამები მიმდინარეობს, ამასთანავე, მიმდინარეობს ვითარებაზე აქტიური დაკვირვება.

"როგორც ვიცით, "ევროკავშირი" ამ კუთხით ადრეულ ეტაპზევე ძალიან აქტიურად ჩაერთო, მიაწოდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის პირბადეები. ეს უფრო მშვიდ პერიოდში მოხდა და შესაძლოა, ახლა უფრო გამოსადეგი გახდეს. ახლახანს, 10 დღის წინ ჩამოვიდა ამ დახმარების მეორე პარტია, იმავე მიზნით, რომ ის გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა საქართველოს ჯანდაცვაში არსებულ სიტუაციას დავეხმაროთ. ასევე, ბევრი პროგრამა მიმდინარეობს "ევროკავშირის" დაფინანსებით, რათა მოწყვლად ჯგუფებს დავეხმაროთ, ისევე, როგორც ეკონომიკას, რომ მას რეაბილიტაციის პროცესში დახმარება გაეწიოს. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა დაამტკიცა მაკროფინანსური დახმარების შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც თანხების გადმორიცხვა მალე მოხდება. დაკვირვებას გავაგრძელებთ, რათა შევაფასოთ, თუ იქნება რაიმე სპეციფიკური საჭიროება, სადაც წვლილის შეტანას შევძლებთ", - აღნიშნა ელჩმა.

ელჩმა ასევე უპასუხა მედიის წარმომადგენლების კითხვას, ქვეყანაში ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვირუსი საქართველოშიც და ევროპაშიც გამოწვევაა, თუმცა ევროკავშირი ცდილობს დაეხმაროს ქვეყანას ეკონომიკის გაჯანსაღებაში.

"კოვიდი ყველგან გამოწვევაა როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, ეს ნეგატიური ტენდენციები მთელს მსოფლიოში მოქმედებს. თუმცა ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ეკონომიკის გაჯანსაღებას. ამჟამად "ევროკავშირში" მთავარი ორი თემაა, რაზეც ხაზგასმა ხდება: ციფრული დღის წესრიგი და მწვანე დღის წესრიგი. ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელების პროცესი საქართველოში",- აღნიშნა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
“პარტია ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი - ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის  მშენებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო