დავით ხიდაშელი - საქართველოში ჩამოვედი, მინდოდა სამართლიანად გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე - ყველა წამოჭრილ კითხვაზე გავცემ პასუხს

მე ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა სამართლიანად გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე , - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა განუცხადა, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების დედნები გადასცა.

მისივე თქმით, მას პრესკონფერენციის გამართვა სურდა, თუმცა, სავარაუდოდ, პანდემიის გამო ამის შესაძლებლობა არ ექნება.

“ალბათ, პრესკონფერენციის ნებას არ მომცემენ კოვიდის იზოლაციის გამო. მე ყველა წამოჭრილ კითხვაზე პასუხს გავცემ”, - აღნიშნა დავით ხიდაშელმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო