სერგეი ლავროვი - ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობასთან გეოპოლიტიკური პარტნიორობა არ გამოდის, მაშინ იყოს ასე, თუკი მათ ასე სურთ

მოსკოვმა, შესაძლოა, ბრიუსელთან ურთიერთობა შეწყვიტოს, თუკი დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ ურთიერთპატივისმცემელი დიალოგის გაგრძელება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საგარეო პოლიტიკაზე დასავლეთში და ვერ ერკვევიან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საუბრის აუცილებლობაში, ალბათ, ჩვენ უბრალოდ გარკვეული დროით უნდა შევწყვიტოთ მათთან ურთიერთობა. მითუფრო, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან გეოპოლიტიკური პარტნიორობა არ გამოდის. მაშინ იყოს ასე, თუკი მათ ასე სურთ“ , - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ევროკავშირი არასათანადოდ იქცევა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით.

„შეხედეთ, როგორ მიმდინარეობდა ევროკავშირის საბჭოს საგარეო პოლიტიკურ საკითხზე სხდომა და როგორი ზნეობის მასწავლებელი სენტენციები ისმოდა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ვერ ისარგებლა შემთხვევით, შანსით, რათა აეხსნა, თუ რა მოხდა ნავალნისთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვს სურს გაიგოს, ვითარების გათვალისწინებით, არის თუ არა შესაძლებელი თუნდაც რაიმე სახის ბიზნესის წარმოება ბრიუსელთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო