არმაზ ახვლედიანი - საქართველოში საზოგადოება თუ რამეთია უკმაყოფილო, ეს არის გაუმართავი, კორუმპირებული, პოლიტიკურ ელიტაზე ჩამოკიდებული სასამართლო სისტემა

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, „დღევანდელი სასამართლო სისტემა პოლიტიკოსთა მონა-მორჩილია და მოსამართლეების მთელი კორპუსი ხელმძღვანელობს იმით, თუ რას იტყვის ბატონი და რა განწყობა აქვს პოლიტიკურ ლიდერს“.

ახვლედიანის თქმით, ამ ყველაფრის დასასრულებლად საჭიროა სისტემური, ფუნდამენტური და გარდამტეხი ცვლილებები.

„ყოველი მმართველი ძალა გვპირდება, რომ ჩვენი დარღვეული უფლებები იქნება აღდგენილი. ყველა გვპირდება, რომ აღდგება სამართლიანობა. არადა, 20 წელია და უფრო მეტიც, საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი თუ რამეთი არის უკმაყოფილო, ეს არის გაუმართავი, კორუმპირებული, პოლიტიკურ ელიტაზე ჩამოკიდებული სასამართლო სისტემა. სწორედ ამიტომაა, რომ ბევრი ჩვენგანი ოცნებობს, მოხვდეს სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და იქ დაამტკიცოს თავისი სიმართლე. რატომ? იმიტომ, რომ იმ სასამართლოსი სჯერა, ჩვენი სასამართლოსი კი – არა. როგორ შეიძლება, დაუჯერო სასამართლოს, რომელიც პოლიტიკოსთა მონა-მორჩილია? უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, მოსამართლეების მთელი კორპუსი ხელმძღვანელობს სწორედ იმით, რას იტყვის ბატონი, რა განწყობა აქვს პოლიტიკურ ლიდერს. ეს რომ დავასრულოთ, საჭიროა სისტემური, ფუნდამენტური ცვლილება და ჩვენ ამ ცვლილებებს დავიწყებთ სასამართლოს რეფორმირებით, რომლის შედეგადაც მივიღებთ ნამდვილ, ევროპულ, დამოუკიდებელ სასამართლოს", - განაცხადა ახვლედიანმა.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს