„ლელოს“ ინფორმაციით, ქუთაისში, შტაბის წევრს თავს დაესხნენ

ქუთაისში ,,ლელოს“ შტაბის წევრს თავს დაესხნენ, პარტიის წევრი ხელშია დაჭრილი და თვალი აქვს დაზიანებული. ამის შესახებ ინფორმაცია „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ,,ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თავის ოლქში წევრზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ,,ლელოს” მზარდი რეიტინგის გამო პარტიის წევრებზე გამუდმებით მიმდინარეობს ფიზიკური ანგარიშსწორება და შანტაჟი. მისივე განმარტებით, ამ პერიოდში მომხდარი თავდასხმის არცერთი ფაქტი, გამოძიებული არ არის, ამით კი „ქართულმა ოცნებამ დღეს მომხდარ ამბავს მწვანე შუქი აუნთო“.

,,ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბოლო რამდენიმე დღეა, პარტიის წევრებს სხვადასხვა რეგიონში გამიზნულად ესხმიან თავს. ჩემი შტაბის წევრს რამდენიმე საათის წინ მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. თავდამსხმელებმა მიუთითეს, რომ ამას აკეთებდნენ იმის გამო, რომ ავტომობილში ჰქონდა „ლელოს” სააგიტაციო მასალა. ეს იყო ჯგუფური დანაშაული და კატეგორიულად მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომ ეს საქმე სრულყოფილად იქნას გამოძიებული. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული და სასწრაფოდ უნდა მოხდეს კამერების ამოღება იმ ქუჩაზე, სადაც ფაქტი მოხდა. დაყოვნება შეფასებული იქნება, როგორც საქმის მიჩქმალვის მცდელობა. ასევე, ბრალში ასახული უნდა იყოს ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც საქმეს თან სდევს“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თავდამსხმელები არ არიან ადგილობრივები და ქუთაისში სხვისი დავალებით იყვნენ ჩასულები.

,,ჩვენი ინფორმაციით თავდამსხმელები არ არინ ადგილობრივები და ისინი დავალებით იყვნენ ჩამოსულები, ამას ადასტურებს ის, რომ ამ ადამიანს მიმართეს სახელით და გვარით და მიუთითეს პარტიის სააგიტაციო მასალებზე. მიაყენეს როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური შეურაცხყოფა და ჩვენი წევრი ხელშია დაჭრილი. ,,ლელოს” მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის ზრდის პარალელურად იზრდება პარტიის წევრებზე ზეწოლებიც. ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა როგორც ქუთაისში, ასევე თბილისსა და ზუგდიდშიც“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო