კომპანია Survation-ის კვლევის თანახმად, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში გამოკითხულთა 55%  გიორგი ვოლსკის მისცემდა ხმას, ანა დოლიძეს - 18%, ზურაბ ჯაფარიძეს კი 15%

ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:

გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) - 55%; ანა დოლიძე (მოძრაობა „ხალხისთვის“) - 18%; ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი“) - 15%; ლევან სამუშია( „ლელო“) - 3% დიმიტრი ლორთქიფანიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 3%; გედევან ფოფხაძე - („ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“) - 3% არჩილ ბერიძე („პატრიოტთა ალიანსი“) - 2%; მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი - 1%.

ამავე ოლქში, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 60%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 10%; „გირჩი“ -7%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 5%; „ლელო“ - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4%; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4%; „ერთიანი საქართველო“ - 3%; „ევროპული საქართველო“ - 2%; სხვა პარტია - 1%;

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში? 78 % აცხადებს, რომ თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობას. ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 10%; 50-50- 8%, არ მივიღებ მონაწილეობს - 4%.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილებაა 6%.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა