კომპანია  Survation-მა „რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა

ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათის მაჟორიტარული ოლქში, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:

ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“) - 66%; კახა გეწაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) - 23%; გიგი წერეთელი („ევროპული საქართველო“) - 4%; ოთარ შაორშაძე („პატრიოტთა ალიანსი“) - 3%; ანი ბიბილაშვილი („ლელო“) - 3% სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი - 1%

ამავე ოლქში, შეკითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 66%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 24%; „ლელო“ - 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ - 1%; "ევროპული საქართველო" - 1%; „გირჩი“ - 1%; სხვა პარტია- 2%

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში, 70% თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებდა მონაწილეობას, 11% - ალბათ მიიღებს მონაწილეობას; 50-50- 11%; არ მიიღებს მონაწილეობს - 7%; არ იცის ან უარი პასუხზე - 1%.

რაც შეეხება ქობულეთის მაჟორიტარული ოლქს, შეკითხვაზე,

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია:

ზაალ მიქელაძე („ქართული ოცნება“) - 76%; ბონდო თედორაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“) - 17%; პაატა ცივაძე („ლელო“) - 3%; ირინა აფხაზავა („ევროპული საქართველო“) - 3%; ამირან ტატიძე („პატრიოტთა ალიანსი“) - 1%.

ამავე ოლქში, კითვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ - 58%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 25%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4%; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%; „ერთიანი საქართველო“ - 3%; „ევროპული საქართველო“ - 1%; „ლელო“ - 1%; „გირჩი”- 1%.

რაც შეეხება ახალციხე-ბორჯომო-ადიგენი-ასპინძის მაჟორიტარული ოლქს, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია:

ანტონ ობოლაშვილი („ქართული ოცნება“) - 63%; ვაჟა ჩიტაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“) - 23%; ზურაბ ჩილინგარაშვილი („ევროპული საქართველო“) - 11% დავით გოგიჩაიშვილი („პატრიოტთა ალიანსი“) - 3%.

ამავე ოლქში, კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ - 57%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 19%; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 8%; „ევროპული საქართველო“ - 6%; „ლეიბორისტული პარტია“ - 3%; „პატრიოტთა ალიანსი”- 3%; „გირჩი“ - 2%; „ერთიანი საქართველო“ - 1%; „ლელო“ - 1%.

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში,81% -ის განცხადებით, თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობას, ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 8%; 50-50- 7%; არ მიიღენს მონაწილეობას - 3%; არ ვიცი/ უარი პასუხზე - 1%;

რაც შეეხება ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქს, კითხვაზე,

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია: სამველ მანუკიანი („ქართული ოცნება“) - 59%; არსენ კარაპეტიანი („ევროპული საქართველო“) - 19%; ენზელ მკოიანი („დამოუკიდებელი კანდიდატი“) - 14%; მელიქ რაისიანი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) - 5%; არტაშეს აკოფიანი („პატრიოტთა ალიანსი“) - 3%.

ამავე ოლქში, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ - 63%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 14%; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 8%; „ევროპული საქართველო“ - 6%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 6%; „ერთიანი საქართველო“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ - 1%.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილებაა 6%.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს