მიხეილ ჩხენკელი - მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის თითოეულ წარმომადგენელს, თქვენ შეძელით და გაუზიარეთ მსოფლიოს სასკოლო განათლების საუკეთესო პრაქტიკა

საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიო განათლების კვირეული“ მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლის დირექციას, თითოეულ პედაგოგსა და მოსწავლეს ეს წარმატება მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნული სწორედ სწავლა-სწავლების დანერგილი ინოვაციური მიდგომების, უცხო ენებისა და STEM საგნების სწავლების ეფექტიანი მეთოდის აღიარებაა.

"მინდა გულითადად მივულოცო საქართველოს სასკოლო საზოგადოებასა და საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგებს, დირექციასა და მოსწავლეებს „მსოფლიო განათლების კვირეულის“ ფარგლებში მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვედრა. თანამედროვე სკოლის მოდელი, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში საჯარო სკოლებში ინერგება, 21-ე საუკუნის პედაგოგიური მეთოდების დანერგვას, პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება საჩხერის საჯარო სკოლაში სწორედ სწავლა-სწავლების დანერგილი ინოვაციური მიდგომების, უცხო ენებისა და STEM საგნების სწავლების ეფექტიანი მეთოდის აღიარებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც სკოლა მსოფლიოს წარმატებულ სკოლებში მოხვდა „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში“ მისი ჩართულობაა. პროგრამა მოსწავლეებს ზოგადი და პროფესიული განათლების ინტეგრირებულად მიღების შესაძლებლობას აძლევს და საქართველოში 700-ზე მეტ საჯარო სკოლაშია დანერგილი. ეს ყოველივე იმის დასტურია, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმა სწორი მიმართულებით ხორციელდება და სრულ თანხვედრაშია განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტთან. „ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ 100 საუკეთესო სკოლის გამოცდილებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებში მაღალი ხარისხის განათლების დამკვიდრებას“ - ეს იყო 2020 წლის „მსოფლიოს განათლების კვირეულის“ მთავარი გზავნილი. ამ გზავნილის რეალობად ქცევისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჩხერის მეორე საჯარო სკოლის თითოეულ წარმომადგენელს. სწორედ თქვენ შეძელით, აჩვენეთ და გაუზიარეთ მსოფლიოს სასკოლო განათლების საუკეთესო პრაქტიკა და საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეთ თქვენი ქვეყნის სახელი”,- განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა