კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი მობილური ჯგუფი აჭარაში მუშაობას, მარინა ეზუგბაიას ხელმძღვანელობით, დღეიდან დაიწყებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კლინიცისტების მობილური ჯგუფი მარინა ეზუგბაიას ხელმძღვანელობით მუშაობას 14 ოქტომბრიდან, აჭარის რეგიონში დაიწყებს.

როგორც თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მობილური ჯგუფები ეწვევიან იმ კოვიდკლინიკებს, სადაც ყველაზე რთული შემთხვევები იმართება და მოხდება მათ მიერ მიმდინარე პრაქტიკის შესწავლა, ასევე კონკრეტული პაციენტების საჭიროებების შეფასება და საერთო გადაწყვეტილებების მიღება.

"თებერვლიდან დღემდე რამდენიმე კლინიკამ მიიღო ძალიან მდიდარი გამოცდილება, საბედნიეროდ, ბათუმი ოდნავ გვიან ჩაერთო ამ საქმეში. დადგა ის მომენტი, როდესაც გვჭირდება თბილისში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ქვეყნის სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით ბათუმში.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის ხარისხი იყოს თანაბარი. ამდენად, გამოცდილი კლინიცისტების მობილური ჯგუფები ეწვევიან კოვიდკლინიკებს, სადაც იმართება ყველაზე რთული შემთხვევები და მოხდება მათ მიერ მიმდინარე პრაქტიკის შესწავლა, ასევე კონკრეტული პაციენტების საჭიროებების შეფასება და გაზიარებული გადაწყვეტილებების მიღება იმისათვის, რომ პაციენტების მართვის პროცესი იყოს სტანდარტის შესაფერისი და კლინიკური გამოსავალი მივიღოთ კეთილსაიმედო.

14 ოქტომბერს ველოდებით აჭარაში ქალბატონი მარინა ეზუგბაიას ხელმძღვანელობით ინფექციონისტების ჯგუფს, პროცესი დაიწყება აჭარიდან და ამას სხვა რეგიონებიც მოჰყვება. ეს იქნება კარგი საშუალება გამოცდილების გაზიარების და ხარისხის უზრუნველყოფის“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო