ივერი მელაშვილის მეუღლე - რუკა დამალული ჰქონდათ, ოფისში ედოთო - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს

დამალვას რაც შეეხება - ამაზე სასაცილო რამ არ მომისმენია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, - ამის შესახებ დავით გარეჯის საკითხზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილის მიმართ პროკურატურის ბრალდებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მელაშვილის მეუღლემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დაკავებული სახლში პროფესიულ საქმიანობაზე არ ლაპარაკობდა. ამასთან, თამარ სულაძემ გაიხსენა ის ეპიზოდი, როდესაც მეუღლეს არქიმანდრიტ კირიონზე ესაუბრებოდა.

„საერთოდ, ჩემი მეუღლე ამ საქმეზე არ საუბრობდა, რადგან ეს კონფიდენციალური საქმე იყო, ცოლთან და ნათესავებთან სალაპარაკო არ იყო. ჩემი მეუღლე ძალიან პატრიოტი ადამიანია და ყველანაირად ცდილობდა ჩვენს მხარეს რაღაცას, იმიტომ გაიწელა ასე. არც საზღვარია იქ გავლებული, შეთანხმებაც კი არ ყოფილა და რაზე ლაპარაკობენ საერთოდ, თუ არც შეთანხმებაა იმ მონაკვეთზე გარეჯთან და არც არაფერი არ არის?

ერთხელ ვკითხე ბერ კირიონზე და მიპასუხა, არ იცისო და უბედურება ის არის, რომ ისიც არ იცის, რომ არ იცის რას ლაპარაკობსო. მე ვუთხარი, თუ არ იცის-მეთქი, დაგედო რუკა, გეჩვენებინა, როგორი აცდენილია სხვა რუკებთან და იქნებ, მაშინ გაეგო იმ ადამიანს, რომ ასეთი რუკით ვერაფერს ჩვენს სასიკეთოს ვერ გავაკეთებდით-მეთქი. მან მითხრა, ერთხელ რომ შევხვდი თქვა, რომ ასეთი რუკები მაქვსო და ვიფიქრე, ეს პატრიოტი ადამიანია ალბათ და ვუთხარი, თუ რაიმე სასიკეთო გვაქვს საქართველოსი, დავდოთ და თუ ჩვენ სასიკეთოდ გამოდგება, გავაკეთოთო და რა უპასუხა იცით? არა, მე ამას სადაც საჭიროა, მაღლა წავიღებო. მაშინ მივხვდიო, რომ იმას საქართველოს ტერიტორიები და საქართველოს სასიკეთო ქმედება კი არ აინტერესებდა, არამედ სადღაც თავის გამოჩენა უნდოდა და რაღაც სულ სხვა მიზნები ჰქონდაო.

დამალვას რაც შეეხება - ამაზე სასაცილო რამ არ მომისმენია, აი, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დამალული ჰქონდათ, ოფისში ედოთო. თქვენ ოფისში რა გიდევთ? თქვენი სამუშაო არ გიდევთ? აბა სად უნდა ყოფილიყო რუკები იყო თუ ხელშეკრულებები? სად თუ არა ოფისში?,“- განაცხადა თამარ სულაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს