ნორვეგიის ხელისუფლება რუსეთს ქვეყნის პარლამენტზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

ნორვეგიის მთავრობა ქვეყნის პარლამენტზე აგვისტოში განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს.

„მთავრობის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ ამ მოქმედების უკან რუსეთი დგას“, – ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინე ერიკსენ სორეიდეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრის თქმით, ნორვეგიას რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა სურს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან დემოკრატიულ ინსტიტუტზე მსგავსი თავდასხმები მიუღებელია.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პარლამენტი ასეთი თავდასხმების ობიექტი იყოს,“- აღნიშნა მინისტრმა.

ოსლოში რუსეთის საელჩო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას დაუსაბუთებელ ბრალდებასა და პროვოკაციას უწოდებს.

„ჩვენ ამას სერიოზულ და გამიზნულ პროვოკაციად განვიხილავთ, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს აზიანებს,“- აცხადებენ საელჩოში.

ცნობისათვის, 1 სექტემბერს ნორვეგიის პარლამენტმა განაცხადა, რომ აგვისტოში რამდენიმე თანამშრომლისა და დეპუტატის ელექტრონული ფოსტის ანგარიშებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. თუმცა, მაშინ ნორვეგიის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, ვის მოიაზრებდნენ ამ თავდასხმის უკან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა