ყირგიზეთის პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი პოსტზე არ დაამტკიცა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა სადირ ჯაფაროვი პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს მოუწოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კენჭი ხელახლა უყარონ, ვინაიდან პრეზიდენტის განმარტებით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად დაიცვეს კანონმდებლებმა კენჭისყრის წესები, როცა მათ პრემიერ-მინისტრად სადირ ჯაფაროვი დანიშნეს.

შეგახსენებთ, ყირგიზეთში პოლიტიკური კრიზისი 4 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების ოფიციალურის შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრს კუბატბეკ ბორონოვის მთავრობის გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ მზადაა, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს. ყირგიზეთის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური პარტიის ლიდერი სადირ ჯაფაროვი დასახელა, რომელიც სასჯელს ადამიანის მძევლად აყვანისთვის იხდიდა და რომელიც დემონსტრანტებმა გასულ კვირას სხვა დაკავებულ პოლიტიკოსებთან ერთად ციხიდან გაათავისუფლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა