ჩინეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ახალი შემთხვევებიდან 14 იმპორტირებულია, 6 კი-შიდა გადაცემის შედეგია.

გარდა ამისა, ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 18 ასიმპტომური შემთხვევა დადასტურდა.

შიდა გადაცემის ექვსივე შემთხვევა შანდოგის პროვინციაში გამოვლინდა. რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ პროვინციაში მდებარე ქალაქ ცინდაოს ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ 5 დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი ქალაქის მთელს მოსახლეობას ჩაუტარდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცინდაოში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მიიღეს.

ცნობისათვის, ჩინეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 85 661 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა