კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა

„იუვენტუსის“ წამყვან ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, რონალდუს კოვიდ 19-ის სიმპტომები არ აქვს და იზოლაციაში იმყოფება. იზოლაციის წესების თანახმად, ფეხბურთელი მისი ნაკრების შვედეთის ნაკრებთან დღეს დაგეგმილ მატჩს გამოტოვებს.

„ის ასევე არ დაესწრება „იუვენტუსის“ მორიგ თამაშებს სერია A- სა და ჩემპიონთა ლიგაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტი გუშინ სხვა ფეხბურთელებმაც გაიარეს და ყველას პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა