დონალდ ტრამპი - კორონავირუსის მკურნალობისას, ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ ვიგრძენი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას, ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ იგრძნო. აღნიშნული განცხადება ტრამპმა პენსილვანიაში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ჩვენ მალე გვექნება ვაქცინა, მკურნალობა და გულწრფელად რომ გითხრათ, სამკურნალო პრეპარატი. დაინფიცირების შემდეგ მე მივიღე რაღაც, წარმოდგენა არ მაქვს რა და ძალიან სწრაფად ვიგრძენი თავი კარგად. მივიღე ის და ვთქვი, რომ თავს ვგრძნობდი როგორც სუპერმენი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, ის თავს უფლებას ვერ მისცემდა თავშესაფარში მჯდარიყო და მოეცადა, რადგან ხალხს უნდა შეხვედროდა.

„მე პრეზიდენტი ვარ და ვერ ვიჯდები სარდაფში და ვერ დაველოდები, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ახლა კი იმუნიტეტი მაქვს. მეუბნებიან, რომ იმუნიტეტი მაქვს. შემიძლია, ჩამოვიდე და ყველას ვაკოცო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი "სუპერმენად" ვიგრძენი - დონალდ ტრამპი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო