პოლიციამ „ლელოს“  წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა ქუთაისში პოლიტიკური პარტიის „ლელოს საქართველოსთვის“ წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა პარტიის წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

1993 წელს დაბადებული თ.ყ. ძალადობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.

დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: პოლიციამ "ლელოს" წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს