ნაძალადევის რაიონში სადმელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 527 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო: დამონტაჟდა 24 ცხაური, 6 ჭა და 4 გვერდმიმღები. მათი ინფორმაციით, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ბოლო ეტაპის სამუშაოებსაც გაეცნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ. სადმელის ქუჩა, სადაც დაახლოებით 60 წელია გზა არ შეკეთებულა, სრულად რეაბილიტირდა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება. არც სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს აღარ შეექმნებათ დისკომფორტი“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

სადმელის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 583 000 ლარი გამოყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა