საუდის არაბეთში განხორციელებული ცხვრის ექსპორტის ღირებულება 4.5 მლნ დოლარით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ხელშესახები პოზიტიური შედეგები საქართველოს უკვე აქვს. მისივე განმარტებით, გაზრდილია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები, მათ შორის, ცოცხალი ცხვრის. ხანიშვილის თქმით, ფერმერები კმაყოფილები არიან. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით გაიზარდა ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის ღირებულება, რაც საექსპორტო ფასის ზრდითაა განპირობებული.

გიორგი ხანიშვილი, ცოცხალი ცხვრის საექსპორტოდ მზადების პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაეცნო. შპს „აგროქიზიყი“ ცხვარს საექსპორტოდ ამზადებს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მადათაფას ტბის მიმდებარედ მოწყობილია სპეციალური საკარანტინე სივრცე, სადაც ცხვარი დაკვირვებასა და შესაბამის გამოკვლევებს გადის. საკარანტინო ვადის დასრულების შემდეგ, ცხვრის ექსპორტი საუდის არაბეთში განხორციელდება.

შპს „აგროქიზიყის“ წარმომადგენლის ბექა გონაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია. საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხორციელდება. 2020 წელს, ძირითად საექსპორტო ქვეყნები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანია. 2020 წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საუდის არაბეთში განხორციელებული ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება 6-ჯერ, 4.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოდან საუდის არაბეთში ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის ღირებულება 4.5 მილიონი დოლარით გაიზარდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს