ტარიელ ნაკაიძე - ხალხი კარგად ხედავს, რომ გამოსავალი მხოლოდ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბებაშია

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მოსახლეობას გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

„რამდენიმე დღეა ხელვაჩაურის მუნილციპალიტეტის სოფლებში დავდივართ კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დასაშინებლად იყენებს არაერთ მეთოდს, ხალხში მაინც ღიად ჩანს ცვლილებების მოლოდინი. ამიტომ დარწმუნებული ვარ ამ მოლოდინს ვერანაირი ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსი თუ ხელისუფლების კანდიდატის უაზროდ ფულის ხარჯვა ვერ შეცვლის. მთავარია, ყველასთან მივიდეთ, გავაცნოთ ჩვენი პროგრამა, იმედი მივცეთ. ხალხი კარგად ხედავს, რომ გამოსავალი მხოლოდ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბებაშია. ბელადებზე დაფუძნებული ხელისუფლების გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ აღარ დაუშვებენ ერთი კაცის მართვას,“ -განაცხადა ნაკაიაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა