თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნული პირი კულტურისა და სპორტის განყოფილებაში მუშაობს. მისი 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ.

პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა „ოქროს ბირჟის“ კლასტერის კონტაქტია. „ოქროს ბირჟაზე“ მისი ოჯახის წევრი მუშაობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კლინიკაში მკურნალობს.

„აღნიშნულ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, 10-მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ და რამდენიმე დღის შემდეგ ტესტირება განმეორებითაც ჩაუტარდებათ. მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია და უწყება მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, - განაცხადეს თბილისის მერიაში.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა