სომხეთში კორონავირუსის 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 58 624-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 039-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 46 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 10 872 პირს უტარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს