თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქალაქ თბილისის მერის მოადგილესთან, მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ურბანული ტყის აღდგენა ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„შეხვედრაზე მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტის ავტორმა, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ტყემალაძემ დეტალურად ისაუბრა პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებსა და პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევებზე. თბილისის ურბანული ტყის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური ხედვის შესახებ პრეზენტაცია დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრის „გეოგრაფიკი“ დირექტორმა, გიორგი გოცირიძემ წარადგინა. პროექტი, რომელიც ფონდის „ქართუ“ დაფინანსებით ხორციელდება, ითვალისწინებს მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას და ოთხ სეზონად გადაქცევას, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის დასრულება, დაახლოებით, ოთხ წელიწადში იგეგმება. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირველ ეტაპზე მოხდება არსებული ტერიტორიის სტატუსის ამაღლება, ერთიანი სივრცითი ხედვის შექმნა და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება. პროექტირება და გეგმარება მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება. თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია 15 ოქტომბერს გაიმართება. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო