ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებულების მატება საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს

კორონავირუსით ინფიცირებულების მატება არ გამოიწვევს საწოლების დეფიციტს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დღეისთვის მობილიზებულია 3500-მდე საწოლი.

„დღეს გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაფიქსირდა საქართველოში და გვყავს 680 ინფიცირებული. მნიშვნელოვანია, რომ სტაბილიზაცია აჭარაში კვლავ შეინიშნება და აჭარის რეგიონში გვყავს 189 ინფიცირებული. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა დედაქალაქში და 297 ინფიცირებული გვყავს ამ დროისთვის. იმერეთში სიტუაცია კვლავ კონტროლირებადი რჩება და 150 ინფიცირებულია. დღეის მდგომარეობით საწოლების მობილიზაციის კუთხით კვლავ აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო და ამ ეტაპისთვის თავისუფალი საწოლების რაოდენობა გვაქვს, თუმცა, ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები და მობილიზებული იქნება საჭიროების შემთხევაში, 2000-მდე საწოლი. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმატებულად ფუნქციონირებს ოჯახის ექიმების კონსულტაციები პაციენტებთან და ასევე კოვიდსასტუმროების ფუნქციონირება. აქტიური პაციენტების უმეტესობა მკურნალობს როგორც კოვიდსასტუმროში, ასევე ბინაზე. ამ ეტაპისთვის მხოლოდ კლინიკაში განთავსებული არის 2200-მდე პაციენტი, რომელიც გადის ინტენსიურ მკურნალობას კოვიდის მიმართულებით კლინიკის სივრცეში.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პაციენტები როგორც ინფიცირდებიან, ასევე ჯანმრთელდებიან და გუშინ მხოლოდ აჭარაში გვყავდა 207 გამოჯანმთელებული, ამას ეწოდება ჯანდაცვაში საწოლბრუნვა. გამომდინარე აქედან, ინფიცირებულების მატება აუცილებელ შემთხვევაში არ გამოიწვევს საწოლების დეფიციტს. ჩვენ გვაქვს მობილიზებული 3500-მდე საწოლი ამ ეტაპისთვის და 2200-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. არიან სატრიაჟე სივრცეშიც პაციენტები, რომლებიც ელოდებიან კოვიდის პასუხს, ან ელოდებიან ექიმის დამატებით ჩარევას იმისთვის, რომ გადაყვანილები იყვნენ სხვა პროფილის საავადმყოფოებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო