გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა - ავტომანქანას ჩემი შვილისთვის შემთხვევით არ გადაუვლია, მასზე რამდენიმე პირის მიერ ძალადობა განხორციელდა

როგორც ჩემი შვილის საქმე გააყალბა, ისე გააყალბებს შაქარაშვილის საქმეს პროკურორი ნანა გუგუტიშვილი, - ამის შესახებ გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამამ საია-ში პრესკონფერენციაზე განაცხადა. თორნიკე მერებაშვილის მამამ მერაბ მერებაშვილმა აღნიშნა, რომ მისი შვილისთვის ავტომანქანას შემთხვევით არ გადაუვლია და ის რამდენიმე პირმა სცემა, გამოძიება კი საქმეს სპეციალურად აჭიანურებს.

"როგორც ჩემი შვილის საქმე გააყალბა, ისე გააყალბებს შაქარაშვილის საქმეს პროკურორი ნანა გუგუტიშვილი. საქმეში არსებული მასალები გამოძიებას საეჭვოს ხდის და პროკურატურის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. ავტომანქანას ჩემი შვილისთვის შემთხვევით არ გადაუვლია, მასზე რამდენიმე პირის მიერ ძალადობა განხორციელდა", - განაცხადა მერებიშვილმა.

თორნიკე მერებაშვილი 2018 წლის 6 ივლისს, სოფელ ხელთუბანში, საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებით გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა