გიგა ბოკერია - ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა

ივანიშვილს სურს დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, 2012 წლამდე ვითარებაში, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით ყველა შტოს აკონტროლებდა და ამიტომ არც ერთი არ სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ფოთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ არც ერთ შემთხვევაში არ შეუქმნის კოალიაციას „ქართულ ოცნებას“ და არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას.

„ის, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ეს არის საყოველთაო შეთანხმების საგანი ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი, ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა სწორედ ამ გარდამტეხი ცვლილებების განხორციელება და საარჩევნო კამპანიისას თითოეულ მოქალაქემდე ჩვენი გეზის, ხედვის მიტანაა, თუ როგორ განვახორციელებთ ცვლილებებს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ. ივანიშვილს და მის გარემოცვას არ შევუქმნით კოალიციას არც ერთი სცენარის შემთხვევაში და ამასთან, არც ერთ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას. ეს არის ჩვენი ხედვა, ჩვენი გეზი და აუცილებელი ამ ორი პირობის დაცვა გარდამტეხი ცვლილებებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან ბოკერიას თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ ორი კვირაა უარს ამბობს “ევროპული საქართველოს“ კლიპის ეთერში გაშვებაზე.

„უკვე ორი კვირაა ტელეკომპანია „იმედი“, რომლის პოზიციაც რბილად, რომ ვთქვათ თანხვედრაშია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან, აბსოლუტურად უტიფრად, კანონის დარღვევით უარს აცხადებს „ევროპული საქართველოს“ კლიპის ეთერში გაშვებაზე. იმ კლიპის, სადაც გვაქვს მკაფიო გზავნილი, რომ არ შევუქმნით კოალიციას „ქართულ ოცნებას“ და არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა