ამირან გამყრელიძე - კორონავირუსი გამოვიდა აჭარის გარეთ და დღეს საყურადღებოა სამი წერტილი, მათ შორის დედაქალაქი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტად საყურადღებო სამი რეგიონია. აქედან, მისი თქმით, დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქში დაფიქსირდა. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მაღალი რჩება ინფიცირების მაჩვენებელი აჭარაში, თუმცა იქ ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის.

„ახლადდადასტურებული შემთხვევა 24 საათში არის 680. ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დღეს ჩვენთან დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი ქვეყანაში იყო აჭარა, სადაც მუდმივად ფიქსირდებოდა მაღალი მაჩვენებელი. აჭარაში თანდათან არის ნიშნები სერიოზული სტაბილიზაციისკენ. დღევანდელი დილით, 680 შემთხვევიდან 189 არის დაფიქსირებული აჭარაში, რომელმაც დაიკავა საერთო ინფიცირების 28%. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აჭარაზე მოდიოდა ხოლმე 65% -დან 70% ინფიცირებისა, მაგრამ ინფექცია გამოვიდა აჭარის გარეთ და დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი წერტილი და, მათ შორის, დედაქალაქი, სადაც დღეს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44% ახალი შემთხვევების, ასევე, მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთში, რომელიც, ძირითადად, ქუთაისის ხარჯზეა, აქ 150 შემთხვევაა ანუ 22% საერთო ინფიცირების, გვაქვს კახეთში -2 შემთხვევა, მცხეთა- მთიანეთში - 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 3, სამცხე-ჯავახეთში 1, ქვემო ქართლში -11 და შიდა ქართლში- 12,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარებით, ახლადინფიცირებულთაგან, ყველაზე მეტი სიმპტომიანი პაციენტები არიან, მეორე დიდი ჯგუფი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები არიან. გამყრელიძის თქმით, იზრდება ექიმების ინფიცირების მაჩვენებელიც და ახლადინფიცირებულთა შორის მათი რაოდენობა 54-ს შეადგენს.

„სამიზნე ჯგუფების მიხედვით, ძირითადად, ეს ახალი შემთხვევები მოდის სიმპტომიან პაციენტებზე, რომლებიც აქტიურად მიმართავენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ცხელების ცენტრებს, კოვიდ კლინიკებსა და ასევე, ონლაინ კლინიკებს და ხდება მათი ნაცხის აღება და შემდეგ ტესტირება. ამ 680 შემთხვევიდან 362 არის სწორედ სიმპტომიან პაციენტებზე და ამიტომ ჩვენი მოწოდება მუდამ მოსახლეობისადმი არის ის, რომ ახლა უკვე ვისაც კი პირველი სიმპტომები აქვს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული და ეს არის ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ 112-ზე და შესაბამისად ოჯახის ექიმებმა მართონ მათი შემდგომი ნაბიჯები. მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი ამ ახალი ინციცირებულებისა არის კონტაქტში მყოფი ადამიანები - 167 და ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი არ უნდა ეძებდეს საშუალებას, რომ ტესტი იმავე ან მეორე დღეს ჩაიტაროს. აუცილებელია, რომ ის დარჩეს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და თუ ეწყება კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაშინ მიმართოს 112-ს და შესაბამისად გაიაროს დიაგნოსტირების პროტოკოლი. იზრდება ჩემი კოლეგების დაინფიცირების მაჩვენებელი, როგორც პროფესიული, ისე საყოფაცხოვრებო და მათი რაოდენობა 54-ს შეადგენს. თვითიზოლაციიდან 14 დადებითი იყო, იუსტიცია -შსს - 5, სატვირთოს მძღოლი - 3 და სხვა რისკ ჯგუფებში70-მდე შემთხვევა გამოვლინდა, დიალიზზე მყოფ 2 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსი გამოვიდა აჭარის გარეთ და დღეს საყურადღებოა 3 წერტილი - ამირან გამყრელიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო