სულხან სალაძე - სამწუხაროდ, საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება ძალადობრივი შემთხვევების რაოდენობა

წინასაარჩევნოდ ძალადობრივი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და კიდევ გაიზრდება, ეს არ არის ახალი, წინასაარჩევნო ტრადიცია არ იცვლება, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალაძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი დაპირისპირებების ფიგურანტების ბრალეულობა უნდა დამტკიცდეს.

„სამწუხაროდ, საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება ძალადობრივი შემთხვევების რაოდენობა და ისევ გაიზრდება, ეს არ არის ახალი ქართული წინასაარჩევნო გარემოსთვის. წინასაარჩევნო ტრადიცია არ იცვლება! ყველა შემთხვევის გამოძიება არის აუცილებელი და ყველას პასუხისგებაში მიცემა. არ აქვს მნიშვნელობა ის მმართველ პარტიას თუ ოპოზიციურ ძალის წარმოადგენს. გახშირებული ძალადობის ფაქტების ერთ-ერთი საეტაპო საქმე კორცხელი იყო, როდესაც „კორცხელის საქმის" ფიგურანტებმა სათანადო წესით არ აგეს პასუხი, ეს იყო შეტყობინება, რომ თუ ვინმე წინასაარჩევნოდ ოპონენტების დაშინება, მუქარა უნდა და თუ პატრონი ჰყავს, არაფერი არ ემუქრება. ახლა ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდეს ბოლო პერიოდში მომხდარ ფაქტებთან მიმართებაში კონკრეტული პირების ბრალეულობა", - განაცხადა სალაძემ.

ცნობისთვის, 2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა