ამირან გამყრელიძე - მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირებიდან სულ 748 000 PCR ტესტი არის გაკეთებული. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განმარტა, სასწრაფოსა და გადაუდებელი დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია იძაბება, დაწყებულია მეორე ტალღა, რომელიც რიცხობრივი თვალსაზრისით ძლიერია, თუმცა, შედარებით მსუბუქია სიმძიმის თვალსაზრისით.

„ქვეყანაში სულ დაწყებიდან ჩატარებულია 748 000 PCR ტესტი, ბოლო დღეების დღიური მაჩვენებელი გვაქვს 8 000, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ გვაქვს 8 500 და გუშინ გვქონდა 7 532 ტესტი. მოგეხსენებათ, გარკვეული ცვლილებები შევიდა ტესტირების რეჟიმში, ახლა ჩემი კოლეგების დიდი ჯგუუფი ერთვება, ანუ სამედიცინო ყველა მუშაკის ორ კვირაში ერთხელ ტესტირება მოხდება, ხოლო ყველაზე უფრო კრიტიკული მუშაკებისა, როგორებიც არიან კოვიდკლინიკების რეანიმაციების ექიმები, ისინი კვირაში ერთხელ გაიტესტებიან. ხოლო კიდევ უფრო სტრატეგიული, როგორიც არიან სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების კოლეგები, გაიტესტებიან ყოველ 72 საათში, რამდენადაც ეს ადამიანები ფრონტის წინა ხაზზე არიან და მათთან მყოფი კონტაქტები გაიტესტებიან უფრო რეგულარულად, რომ თავიდან ავიცილოთ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. ზოგადად, მთელი ამ ხნის განმავლობაში PCR ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 1,82%-ია და ბოლო ორი კვირის განმავლობაში 6% გვაქვს დადებითობის, რაც მაღალია და განსაკუთრებით მაღალი გვაქვს აჭარაში, ეს გახლავთ დაახლოებით 22% და შემდეგ უკვე გვაქვს მაღალი მაჩვენებელი იმერეთში - 7%, თბილისში ჯერჯერობით არაგვიშავს, 4%-ია დადებითობის მაჩვენებელი, თუმცა, საყურადღებოა.

მოკლედ რომ შვეაჯამოთ სტატისტიკური მონაცემები, მთლიანადაც და ჩვენს ქვეყანაშიც, თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე, მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით, ანუ უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. დიაგნოსტირების დროს 36%-მდე უსიმპტომო პაციენტების რაოდენობაა, ანუ საკმაოდ დიდი წილია უსიმპტომოების და მსუბუქების, რომლებიც სწორედ უნდა იმართონ ბინაზე პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ და ვისაც ბინაზე იზოლირების საშუალება არ აქვს, კოვიდსასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო სტაციონარში უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც აუცილებლად სჭირდება ინტენსიური თერაპია“, - აცხადებს გამყრელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა