ყირგიზეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სადირ ჯაფაროვი აირჩია

ყირგიზეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად კვლავ სადირ ჯაფაროვი აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას კენჭი ხელმეორედ მას შემდეგ უყარა, რაც პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს წინა გადაწყვეტილებას ვეტო დაადო, სადირ ჯაფაროვის დამტკიცებაზე უარი განაცხადა და დეპუტატებს კენჭისყრის ხელახალი გამართვისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის განმარტებით, არსებობდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად დაიცვეს კანონმდებლებმა კენჭისყრის წესები, როცა მათ პრემიერ-მინისტრად სადირ ჯაფაროვი დანიშნეს.

შეგახსენებთ, ყირგიზეთში პოლიტიკური კრიზისი 4 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების ოფიციალურის შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრს კუბატბეკ ბორონოვის მთავრობის გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ მზადაა, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს.

ყირგიზეთის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური პარტიის ლიდერი სადირ ჯაფაროვი დასახელა, რომელიც სასჯელს ადამიანის მძევლად აყვანისთვის იხდიდა და რომელიც დემონსტრანტებმა გასულ კვირას სხვა დაკავებულ პოლიტიკოსებთან ერთად ციხიდან გაათავისუფლეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა