რუსეთში კორონავირუსის 14 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 239 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 14 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 340 409-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 239 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 23 205-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 039 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 7 920- ბოლო 24 საათში.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში კორონავირუსის 14 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 239 პაციენტი გარდაიცვალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა