არჩილ თალაკვაძემ პატრიარქს და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„დღეს ჩვენ შეკრებილი ვართ იმისთვის, რომ ვილოცოთ, რათა ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ერთიანობით, ძლიერი სახელმწიფოთი, ძლიერი საზოგადოების მშენებლობით. ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე და მხნეობა, დღეგრძელობა ვუსურვო. ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო