დავით ჭიჭინაძე - არ იქნება სააკაშვილი და აღარ იქნება „ქართული ოცნება“, როგორც არ იყო ედუარდ შევარდნაძე და ვეღარ იყო ასლან აბაშიძე

არ იქნება მიხეილ სააკაშვილი და აღარ იქნება „ქართული ოცნება“, როგორც არ იყო ედუარდ შევარდნაძე და ვეღარ იყო ასლან აბაშიძე, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჭიჭინაძის შეფასებით, დღევანდელი მდგომარება 2003 წლის მდგომარეობას ჰგავს, როცა არჩევნებში პირველი ადგილი „მოქალაქეთა კავშირმა“ დაიწერა და მეორე ადგილი „აღორძინებას“ დაუწერა, მაგრამ „კარგად გვახსოვს რით დამთავრდა ეს“.

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს აბალანსებს. ზოგადად, ასეა პოლიტიკაში. ჩვენს შემთხვევაში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ორგანიზმია. სიებს შორისაც არ არის განსხვავება - ერთი და იმავე კატეგორიის ადამიანები არიან იქეთაც და აქეთაც. საარჩევნო სიაში არიან ადამიანები, რომელიც წინა არჩევნების დროს სიაში იქეთ იყო და ახლა არიან - აქეთ, ზოგი თავის პირველ სიას დაუბრუნდა. ახლა ეს ჯგუფი ხელისუფლებაში დარჩენას ცდილობს“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა