„ევროპული საქართველო“ - ამბროლაურში ყველა ა(ა)იპ-ის დირექტორს დაევალა ცხრილის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლის მონაცემები და რომელ პარტიას აძლევს ხმას

„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ყველა ა(ა)იპ-ის დირექტორს დაევალა სპეციალური ცხრილის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლის მონაცემები და ის, თუ რომელ მაჟორიტარობის კანდიდატს და რომელ პარტიას აძლევს ხმას. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გიორგი კანდელაკმა და მაია კაციტაძემ „ევროპული სქართველოს“ ქუთაისის ოფისში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

გიორგი კანდელაკის თქმით, საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ ხმას მაინც არ მისცემს, მაგრამ „სიაში ფიგურირებენ დამლაგებლებიც კი, რომლებზეც ზეწოლა ასევე ხორციელდება“.

„ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება, რასაც „ევროპული საქართველო“ მომავალ მთავრობასთან ერთად მოიტანს, იქნება სწორედ ის, რომ საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, ბაღის მასწავლებლებს, პოლიციელებს თუ დამლაგებლებს, არანაირი შეხება არჩევნებთან აღარ უნდა ჰქონდეთ,“- აღნიშნა კანდელაკმა.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ „საზოგადოების პროტესტის თვითმარქვია სტუდენტებით, სინამდვილეში კი ზონდერებით დისკრედიტაციის მცდელობების ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე, ბუთა კობახიძე, მაშინაც და ახლაც ამბროლაურის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ს (საფეხბურთო კლუბ „რაჭას“) ხელმძღვანელობს. „ამბროლაურშიც, წყალტუბოშიც, სადაც მე ვაწარმოებ „ევროპული საქართველოს“ კამპანიას და სხვაგანაც მუნიციპალური აიპები სავსეა წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებით, რომლებმაც არც კი იციან, რაში იღებენ ხელფასს. ამავე დროს, კეთილსინდისიერ თანამშრომლებზე ამხელა ზეწოლაა, რისი არსებობა სწორედაც „ოცნების“ ნერვიულობაზე მიუთითებს და მათ გარდაუვალი მარცხისგან ვერ იხსნის,“ - განაცხადა კანდელაკმა.

მაია კაციტაძის განცხადებით კი, ნებისმიერი სამსახურის მიერ თანამშრომლების აღწერა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.

„სწორედ ასეთი საქმიანობითაა დაკავებული ამბროლაურის მერია. 12 ოქტომბერს, საგანგებო შეხვედრების შემდეგ, ყველა ა(ა)იპ-ის დირექტორებს დაევალა სპეციალური ცხრილის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, რომელ მაჟორიტარობის კანდიდატს აძლევს ხმას და რომელ პარტიას. ეს უბრალოდ კრიმინალია“,- განაცხადა კაციტაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველოს" განცხადებით, ამბროლაურში დირექტორებს დაევალათ გაარკვიონ, რომელ პარტიას აძლევენ მათი თანამშრომლები ხმებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა