ბაჩანა შენგელია - არჩევნების დამთავრებამდე სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების გათავისუფლებაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბესო დონაძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების თაობაზე პარტიის საჩივარში კანონდარღვევა ვერ დაადგინა.

ამის შესახებ ბესო დონაძე „ევროპულის საქართველოს“ კიდევ ერთ წევრთან, ბაჩანა შენგელიასთან ერთად ბრიფინგი გამართა. დონაძის თქმით, კომისიის გადაწყვეტილებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრებენ.

ბესო დონაძის განცხადებით, კანონდარღვევაა, რომ ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო კლიპში, სადაც პედაგოგები არიან გადაღებულები, მითითებულია ამ ადამიანების სტატუსი.

„ჩვენ ხელთ გვაქვს ირაკლი ჩიქოვანის ახსნა-განმარტება, რომ მან კლიპის გადაღებაში ნამდვილად ჩართო პედაგოგები, გადაიღეს ეს კლიპი, ოღონდ მიუთითებს, რომ ეს კლიპი გადაღებულია არასამუშაო დროს. ირაკლი ჩიქოვანი ძალიან ცდება. ჩვენ არ გვაინტერესებს კლიპის ტექნიკური გადაღება როდის მოხდა - არასამუშაო დროს აგვისტოში თუ ივლისში. რაც მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კლიპი გამოყენებულია საარჩევნო პერიოდში და ტრიალებს მის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე 24 საათის განმავლობაში. სამუშაო დროსაც, ანუ, როდესაც პედაგოგი ასრულებს მის სამუშაო მოვალეობას კლიპი ტრიალებს ფეისბუქ გვერდზე და ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ ხმა მისცეს ირაკლი ჩიქოვანს. აქ კიდევ ერთი დეტალია საყურადღებო. ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია მონაწილეობა, როგორც ერთ ადამიანს და ამომრჩეველს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კლიპში სახელი და გვარის ქვევით არის წარწერა პედაგოგი და თვითონ ირაკლი ჩიქოვანი მის პოსტში იყენებს ტექსტს, რომ ეს ადამიანი არის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი. აქ ხდება ირაკლი ჩიქოვანის მიერ ამ პედაგოგის სტატუსის გამოყენება, რაც კანონდარღვევაა. „ევროპული საქართველო“ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს, შემდეგ სასამართლოში. ანუ, მივყვებით ბოლომდე , რომ ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიერ“,- განაცხადა დონაძემ.

ბაჩანა შენგელიას თქმით კი, ხელისუფლება ბაღებისა და სკოლების პედაგოგების საარჩევნო რესურსად გამოყენების „მავნე პრაქტიკას“ არ ეშვება.

„სამწუხაროა, რომ ისინი ასე ღიად და აშკარად არღვევენ კანონს როგორც ზოგადი განათლების შესახებ, ასევე საარჩევნო კოდექსს და არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ზუსტად ამ ქალაქში მოხდა ორი წლის წინ ის ამბავი, რომ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა პოლიტიკური მიზნებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოყენებას. მოვუწოდებ მათ, ნუ არღვევენ კანონს! დღეს უკვე დაიწყო აქტიური კამპანია დირექტორების განთავისუფლების სხვადასხვა სკოლებიდან, უნდა შეწყდეს ეს მავნე პრაქტიკა და გამოცხადდეს მორატორიუმი არჩევნების დამთავრებამდე სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების გათავისუფლებაზე“,- განაცხადა შენგელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო