პედაგოგის ინფიცირების გამო, თბილისის 94-ე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

თბილისში, 94-ე სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ სკოლის დირექტორმა ნინო გახარიამ განუცხადა, პედაგოგს კოვიდინფექცია გუშინ დაუდგინდა.

„სასწავლო პროცესი შეწყდა. პედაგოგს კორონავირუსი გუშინ 17:00 საათზე დაუდასტურდა. დღეს ისედაც დასვენებაა. გაგზავნილია წერილი სამინისტროში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. პედაგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან გადასულები“, - განაცხადა ნინო გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: პედაგოგის ინფიცირების გამო, თბილისის 94-ე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა