გიგა ბოკერია ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე - არმომხდარ ფაქტს ორი უდანაშაულო ადამიანი ეწირება

ის, რაშიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს ბრალს სდებენ, არც კი მომხდარა - არ არსებობს დანაშაულის არც ფაქტი და არც მოტივი, - ამის თაობაზე “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბოკერია განმარტავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის სადაო მონაკვეთზე არავითარი შეთანხმება მიღწეული არ არის და “არმომხდარ ფაქტს ორი უდანაშაულო ადამიანი ეწირება“. მისივე თქმით, “დავით გარეჯის გაყიდვაზე საუბარი სიცრუე და უტიფრობაა“.

“ამ რეჟიმის სტანდარტებითაც კი, ეს არის ყველაზე უფრო სამარცხვინო შემთხვევა, როცა ორი უდანაშაულო და პატრიოტი ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანას ემსახურებოდნენ და ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, არიან უკანონოდ ციხეში და მხოლოდ იმისთვის, რომ აგორდეს ბინძური კამპანია ოპოზიციის დემონიზებისთვის, შავ-თეთრი სურათის ჩვენებისთვის, პოლარიზებისთვის. ეს ხდება პირდაპირ პროპუტინური ჯგუფების, ბიზნესმენების და სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირის გამოყენებით. ძალიან მკაფიო მაგალითი გვაქვს, როცა ივანიშვილის რეჟიმი და პროპუტინული ძალები ერთ სულ და ერთ ხორც არიან - არ ერიდებიან არაფერს, მათთვის ფაქტებს მნიშვნელობა არა აქვს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!