მეუფე იოანეს განცხადებით, გელათის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შემუშავებულია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, გელათის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შემუშავებულია, თუმცა შესაბამის სამუშაოებს ზამთარის პერიოდში ვერ დაიწყებენ, ვინაიდან ეს „ტაძარს დიდ ზიანს მიაყენებს".

როგორც მეუფე იოანემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან მიმართებით შეხვედრა შედგა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ანთიძესთან, რომლისგანაც ინფორმაცია მიიღეს, როგორც ჩატარებულ სამუშაოებზე, ასევე იმაზე, რომ ზამთარში ტაძარი არ დაზიანდება. მეუფე განმარტავს, რომ გელათის საკათედრო ტაძარში ამ დროისთვის წყალი არ ჩადის.

„უკვე შემუშავდა აღდგენითი სამუშაოების, რეაბილიტაციის პროექტი. მთავარი ამოცანა გადაწყვეტილია, რომ იქ წყალი აღარ ჩადის. სახურავის ახლა გადახდა ტაძარს დიდ ზიანს მიაყენებს. როდესაც ზამთარი გავა მერე კი.

წვიმის ერთი წვეთი არ ჩასულა მას შემდეგ, რაც დაცვითი სამუშაოები ჩატარდა. ეს არის პირველი ეტაპი", - განაცხადა მეუფემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა