არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე - გეგმებზე საუბრის ნაცვლად კამათობენ, ვინ იქნება მათი პრემიერი და წარმოადგინეს 150 კანდიდატი პრემიერ-მინისტრობის პოზიციაზე - ამას საზოგადოება უყურებს

ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია მომზადებულიყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში შევიდეს საქმეზე ორიენტირებული მეტი პარტია, იყოს მეტი დიალოგი, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად წარადგინა პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი და ამ სერიის ნაწილია, რაზეც ისინი ამბობენ - „კოალიცია გვინდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ამომრჩეველი გადაწყვეტს, უნდა თუ არა კოალიციური მთავრობა. თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხმები საკმარისი იქნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და მთავრობა დააკომპლექტოს.

„ზოგიეთი ამბობს - „ჩვენ ვართ წამყვანი ძალა კოალიციაში“. ამ საუბარს ვუსმენთ იმის ნაცვლად, რომ ამ პარტიებმა საზოგადოებას აუხნან, რის გაკეთებას აპირებენ, რა არის მათი კონკრეტული გეგმები, ვინ არიან ლიდერები, ვინც ამას შეძლებენ. ამის ნაცვლად კამათობენ, ვინ იქნება მათი პრემიერ-მინისტრი და წარმოადგინეს 150 კანდიდატი პრემიერ-მინისტრობის პოზიციაზე. ამას საზოგადოება უყურებს. რაც შეეხება კოალიციას, კოალიცია უნდა იყოს თუ არა, ამას ჩვენი საზოგადოება ოპოზიციის არც ერთი ლიდერს არ შეეკითხება. მერწმუნეთ, ამაზე საზოგადოება თავის პოზიციას დააფიქსირებს არჩევნებზე და არჩევნები გვიჩვენებს, ჩვენს საზოგადოებას უნდა კოალიცია, თუ უნდა, რომ ძლიერ და ქმედით პარტიას ჩააბაროს მომავალზეც პასუხისმგებლობა.

ჩვენ ამ წლების განმავლობაში ყველა ხელისუფლებაზე უკეთ შევძელით მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის საერთაშორისო და ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის გატარებით. შევძელით ზრუნვა ადამიანზე და მისი უფლებების დაცვა. შევძელით ეკონომიკური რეფორმების გატარება, ბიზნესის დაცვა, საკუთრების დაცვა. დღეს ერთადერთი გზავნილი, თხოვნა, რაც საზოგადოებასთან გვაქვს, ეს არის ერთიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოთი, ძლიერი საზოგადოებით განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობა და „ქართული ოცნება“ მზადაა მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს საკმარისი მხარდაჭერა. ყველა ავტორიტეტულ კვლევაში ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა რეგიონში 56-დან 64%-მდე მხარდაჭერა აქვს, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შევქმნათ უმრავლესობა, დავაკომპლექტოთ მთავრობა და ყველა იმ ოპოზიციურ ძალასთან, ვისაც მართლა სამშობლო და ხალხი აინტერესებს, პარლამენტში საქმიან რეჟიმში განვაგრძოთ მუშაობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა