ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე კომისიების მუშაობა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში განახლდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე კომისიების მუშაობა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში განახლდება.

როგორც მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კონკრეტულ თარიღზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჯერ კიდევ მარტში იყო ეს დაგეგმილი, შემდეგ ამ ვითარებიდან გამომდინარე ყოველ თვე იდებოდა ეს შეხვედრა, შემდეგ ბოლო შეხვედრაზეც ჩვენ შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს კომისიები. კონკრეტულ თარიღზე ვმუშაობთ, როდის შეიძლება ეს შეხვედრა მოხდეს, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი კომისიების მუშაობის განახლება,“- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა