მეუფე ნიკოლოზი - ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები, პოლიტიკურ ცილისწამებას, არჩევნების წინ მოღალატის სახელის დარქმევას, არავითარი წარმატება არ ექნება

ზოგადად, საზოგადოება ცხვრები ვართ, მაგრამ ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები, პოლიტიკურ ცილისწამებას, ბრალდებას, ხელის გაშვერას და მითუმეტეს, არჩევნების წინ მოღალატის სახელის დარქმევას, არავითარი წარმატება არ ექნება. ხალხი უკვე ნელ-ნელა შეეჩვია ამას, წესიერი ადამიანი გაარჩევს სიმართლეს და ტყუილს, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტი განმარტავს, ის გამოძიებას ნდობას უცხადებს. მისივე თქმით, დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოკრული ნათქვამით ადამიანის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება არასწორი საქციელია.

„ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავყოთ, როცა ლაპარაკია კრიმინალურ დანაშაულზე და როდესაც ადამიანი პატიმრობაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალურ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. როცა კრიმინალურ დანაშაულზეა ლაპარაკი, ერთმანეთისგან უნდა გავყოთ კრიმინალური გამოძიება და ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება. მინდა გითხრათ, რომ თქვენ, ჟურნალისტებს ნამდვილ ინფორმაციაზე წვდომა არ შეიძლება რომ გქონდეთ, თქვენ ქმნით რაღაც შთაბეჭდილებას. ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საგამოძიებო სისტემა, ეს ვერ იქნება საჯარო და როცა თქვენ ადამიანს სახელმწიფო ღალატში დებთ ბრალს, თქვენ, თორემ გამოძიება რომ დადებს ბრალს, ამას ყველანი მოვისმენთ, მე მიმაჩნია ეს სრულებით გაუმართლებელ საქციელად. ამიტომ ვერავითარ ნდობას ამ ჟურნალისტურ გამოძიებას ვერ გამოვუცხადებ, მე უბრალოდ არ მჯერა. პროკურატურას, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებ ნდობას, მაგრამ პროკურატურისგან ჯერჯერობით ინფორმაცია ვერ გვექნება, სანამ ძიება არ დამთავრდება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს ეკლესიას, გაივლო თუ არა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები სწორად, ის პასუხობს, რომ ეს საკითხი სინოდის სხდომაზე იქნება განხილული.

„ეკლესიას რა ეჭვები აქვს და რა აზრი აქვს, ეს იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე, გააჩნია როდის იქნება და საერთო დასკვნას მერე მოგახსენებთ. რაც შეეხება ჩემ პირად აზრს, კითხვას შემოგიბრუნებთ, რომელს გინახავთ ის რუკა საერთოდ, რაზეც არის ლაპარაკი. გინახავთ პირადად ეს რუკა? ვინ გამოაქვეყნა იმას არ გეკითხებით. ნახეთ ეს რუკა, გარეჯი საერთოდ არ არის ამ რუკაზე, ინტერესი ვისია, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. მე გეუბნებით, რომ ყველა რუკა, რომელიც არსებობს, ნახეთ, არსად არ არის გარეჯზე საუბარი. მე თვითონ ვიყავი ამის მომსწრე, 2000-2001 წლამდე მე ვიყავი ბოდბის ეპისკოპოსი, ჩვენ ეპარქიას ჰქონდა ფერმა და ეს ფერმა სამჯერ გადავიდა-გადმოვიდა ხელში, ეს არის პრობლემური საკითხი. დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოკვრით ადამიანს ბრალი დადო სამშობლოს ღალატში, ძალიან არასწორი საქციელია, თქვენ ნუ მოიქცევით ასე... დასაბუთებელი ბრალდების გარეშე ცილისწამება ეს არის ძალიან ცუდი საქციელი და კრიმინალური დანაშაული. პროკურატურას თავისი დასრულებული ძიება არ გამოუქვეყნებია ჯერ და თქვენ ცდილობთ ამის გაკეთებას, რომ მოიპოვოთ მასალების ნაწილი და ამის მიხედვით დაარქვათ მოვლენებს სახელი. დავით გარეჯი კი არა, თბილისი იყო 400 წელი არაბების ხელში, მაგრამ ვინ იტყვის, რომ თბილისი არ არის საქართველო, გარეჯი არის საქართველო, გარეჯის მონასტერი ყოველთვის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ქვეშ იქნება და გარეჯის მიწა ყოველთვის იყო და იქნება ქართული მიწა. ნებსიმიერი მცდელობა გარე მტრისგან, თუ შიდა მოღალეტეებისგან ამის გასხვისების თუ მიტაცების, არასდროს არ იქნება წარმატებული“, - აცხადებს მიტროპოლიტი.

კითხვაზე, ხედავს თუ არა, დავით გარეჯის საკითზე დაკავებული პირების საქმეში ის პოლიტიკას, მიტროპოლიტი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხს ვერ გასცემს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სინოდის სხდომაზე ვიმსჯელეთ და დავადგინეთ, რომ სწორი არ არის სასულიერო პირის მიერ პოლიტიკური შეფასებების გაკეთება და პოლიტიკური მხარდაჭერა ან წინააღმდეგობის გაწევა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, ეს სწორად არ მიგვაჩნია. ამას აქვს თუ არა პოლიტიკური კონტექსტი, წმინდა წყლის პოლიტიკური შეკითხვაა და ამ კითხვას პასუხს ვერ გავცემ. რაც თვალში საცემია, ჩვენ ვლაპარაკობთ რუკებზე, მდებარეობაზე და ჯერ ვერ ვნახე ადამიანი, ვისაც შუეძლია თქვას, გავშალე რუკა და დავათვალიერე კარგადო, ამიტომ როცა ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ეს ეჭვს იწვევს. ვერაფერ შეფასებას ვერ გავაკეთებ, 2 კვირაზე ნაკლებია არჩევნებამდე დარჩენილი და მაინც და მაინც ახლა გააქტიურდა ეს თემა, რატომ - ეს გაუგებარია ჩემთვის. ეს მალე გამოჩნდება არის თუ არა არჩევნებთან დაკავშირებული“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

კითხვაზე, თუ როდის გაიმართება სინოდის სხდომა, მიტროპოლიტი ნიკოლოზი პასუხობს, რომ ამას ერთპიროვნულად წყვეტს პატრიარქი.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები - მეუფე ნიკოლოზი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო