არჩილ თალაკვაძე - ძველ ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა და სჭირდება, რომ თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად და ჩრდილი მიაყენოს წინასაარჩევნო კამპანიას

„ძველ ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა და სჭირდება, რომ თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად და ჩრდილი მიაყენოს წინასაარჩევნო კამპანიას“, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ ქართულ ოცნებას“ ძალადობის ინსცენირება და პროვოკაციები არ სჭირდება, ვინაიდან მმართველი გუნდის ერთადერთი ინტერესია არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება.

„ მინდა „ქართული ოცნების“ სახელით გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან ძალადობის მიმართ არ იქნება არანაირი შემწყნარებლობა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ძალადობის არცერთ შემთხვევას არ აქვს პარტიის სახელი და ეს რა თქმა უნდა, რეაგირების საგანი იქნება კანონმდებლობის ფარგლებში.

ერთად ვუპასუხოთ კითხვას, პოლიტიკურად რომ შევაფასოთ, თუ ვის სჭირდება დღევანდელ საარჩევნო კამპანიაში ძალადობა და საარჩევნო პროცესის მიმართ ჩრდილის მიყენება.

ჩვენ გვაქვს სოლიდური საზოგადოებრივი მხარდაჭერა, გვაქვს კონკრეტული გაკეთებული საქმეები და გეგმები, ძლიერი გამოცდილი გუნდი გვყავს და გვაქვს პოზიტიური კამპანია.

მეორე მხრივ, არის ძველი ოპოზიცია, რომელსაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, მათ შელახული რეპუტაცია აქვთ. ისინი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მოუწოდებდნენ ჩვენ საზოგადოებას ზოგჯერ რევოლუციისკენ, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევებისკენ, ზოგჯერ კი ამბობდნენ რომ უნდა „ავადუღოთ ესა თუ ის რეგიონი“.

შესაბამისად, მიბრძანდით და იმ ადამიანებს დაუსვით კითხვა, თუ რაში სჭირდებათ ძალადობის ინსცენირება და პროვოკაციები, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი ინტერესი, რომ ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები, გაიმარჯვოს სამართლიან ბრძოლაში. ასევე, ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ოპოზიციას, განსაკუთრებით ძველ ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა და სჭირდება, რომ თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად და ჩრდილი მიაყენოს კამპანიას. ეს არის ორჯერ ორი ოთხი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო