ლაშა დარსალიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ახალი რუკის თანახმად, საქართველო სომხეთთან მიმართებაში 700 ჰექტარს კარგავს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ახალი რუკის თანახმად, საქართველო სომხეთთან მიმართებაში 700 ჰექტარს კარგავს.

როგორც მან საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო რაიმეს დაკარგვას არ აპირებს.

„სომხეთთან უშუალო მოლაპარაკებების პროცესი ამ ეტაპზე არაა განახლებული. მოთხოვნილია კომისიების შეხვედრა. არაფერს არ კარგავს საქართველო, მათ შორის არც ამ რუკით. კომისია საქართველოს ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს იურიდიულად დასაბუთებული მასალებით“,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, კითხვაზე, დაძაბა თუ არა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი 2019 წელს სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ, მინისტრის მოადგილის თქმით, საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ვერ დაძაბავს.

„არ ვფიქრობ, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი რაიმე სახით დაძაბავს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს. ის რომ საზღვარი არ დგინდება არის გარეშე ძალების ინტერესი. დელიმიტაციის პროცესის სამართლიანად დასრულებაა მთავარი ამოცანა, რათა მომავალში ნებისმიერი სახის პროვოკაციული პროცესები გამოირიცხოს და სწორედ ის, რომ იწელება პროცესი და არ მთავრდება, მათ შორის ჩვენი ქვეყნების არაკეთილმოსურნეების ინტერესშია“,-აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

იხილეთ ვიდეო: ლაშა დარსალია - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ახალი რუკის თანახმად, საქართველო სომხეთთან მიმართებაში 700 ჰექტარს კარგავს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს