ნიკოლოზ გაგუა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021-2025 წლებში დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება და ეს მაჩვენებელი იქნება ყველაზე მაღალი ევროპაში

საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმოხილვაში, ზოგადად, ასახულია ის ეკონომიკური დინამიკა, რაც მიმდინარე წელს გამოიკვეთა მსოფლიო მასშტაბით, ასევე, საუბარია საშუალოვადიან პერსპექტივაზე.

„საქართველოს შემთხვევაში, აშკარად გამოიკვეთა 2021-2025 წლების დადებითი დინამიკა. ჩვენი ქვეყანა ამ პერიოდში, დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება და ეს მაჩვენებელი იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ჩვენი ეკონომიკური აღმავლობისა და გამოცოცხლების მიზეზად, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე ფაქტორი: ჩვენ მიმდინარე წელს შევინარჩუნეთ საკმაოდ მაღალი ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპი და ეს ტემპი გაგრძელდება იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციური ეკონომიკური ზრდისთვის. ასევე, ჩვენ შეინარჩუნეთ რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განვახორციელეთ რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. ამავე დროს, მიმდინარე წელს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები და მიღწეული შედეგი, იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დგას, რაც დადასტურებულია როგორც თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე ავტორიტეტული საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციების შეფასებებში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა