ზაალ უდუმაშვილი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშის მძევლები არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშის მძევლები არიან.

როგორც ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, დავით გარეჯის საქმე „წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესია“.

„ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გაურკვეველი რუკები ჩამოგვდის „ეფესბედან“ და მოსკოვიდან, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ ჩირქი მოცხონ ჩვენს ძალიან გამოჩენილ და პატივსაცემ ექსპერტებს. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესია, ის ორი ექსპერტი, ივერი და ნატალია არიან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშის მძევლები. ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებით მანიპულირება არჩევნების წინ, აქ ქვეყნის ინტერესზეა საუბარი“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ქართული ოცნება" ცდილობს დავით გარეჯის თემის იმგვარად წამოწევას, თითქოს „ნაციონალურმა მოძრაობამ" დათმო საქართველოს ტერიტორიები.

„ფაქტი ერთია, რომ საქართველოს არანაირი ტერიტორია არ დაუთმია. მაჩვენოს ვინმემ ტერიტორია, რომელიც დათმო საქართველომ. ასეთი ტერიტორია არ არსებობს, შესაბამისად, რაზე ვდაობთ, როდესაც დათმობილი ტერიტორიები არ არსებობს. გასაგებია, რომ პოლიტიკურად აწყობს „ქართულ ოცნებას" ამ თემის წამოწევა, თითქოს ყოფილმა ხელისუფლებამ რაღაც ტერიტორია დათმო, მაგრამ ასეთი ტერიტორია არ არსებობს",-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო