ზაალ უდუმაშვილი - რასაც ვხედავთ არის წყალწაღებული ხელისუფლების ბოლო ამოსუნთქვა, რომ ხავსს მოეჭიდონ, ეს ხავსი ძალიან მყიფეა და 31 ოქტომბერს მოწყდება

პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" წყალწაღებულია და ცდილობს ხავსს მოეჭიდოს.

როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, მმართველ გუნდს ხელისუფლებაში ყოფნის 3 კვირაზე ნაკლები აქვს დარჩენილი.

"კარგად ვხედავთ, რა ვითარებაში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, როგორ უსწორდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონებში. ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს ამომრჩეველს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ამ გადაწყვეტილებას 31 ოქტომბერს გააფორმებს. ის, რასაც ვხედავთ არის წყალწაღებული ხელისუფლების ბოლო ამოსუნთქვა, რომ ხავსს მოეჭიდონ. თუმცა, ეს ხავსი არის ძალიან მყიფე და მოწყდება 31 ოქტომბერს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში დიდი და ფართომასშტაბიანი აქციებია დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

"დიდი და ფართომასშტაბიანი აქციებია დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რათა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელსაც დარჩენილი აქვს 3 კვირაზე ნაკლები ხელისუფლებაში ყოფნის, დაინახოს არამხოლოდ ქართველი ხალხის ძალა, არამედ ამომრჩევლის ერთიანობა", - განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა