რომან გოცირიძე - არავის სჯერა, რომ პატიოსანი მეცნიერების დაპატიმრება საფუძვლიანი იყოს - მთელი სცენარი აამოქმედეს, მაგრამ ხელისუფლებას მაინც ვერაფერი უშველის

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, ეს ხელისუფლების მოღალატეობრივი ქმედებაა. როგორც „ინტერპრესნიუსს" გოცირიძემ განუცხადა, ხელისუფლებას ეს საკითხი უკანვე შემოუბრუნდება.

„ზუსტად იგივე სცენარია, რაც ადრე გვინახავს, ძალადობა, მოსყიდვა, ძალოვანი სტრუქტურების თარეში, სუს-ისა და სხვადასხვა ორგანოებიდან, რომლებიც გადაქცეული არიან „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ნაწილად და ახლა ე.წ. კარტოგრაფების საქმე შემოაგდეს. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მოღალატეობრივი ქმედება. არ გამოუვათ! ეს იქნება ის შემთხვევა, როცა რუსეთის სპეცსამსახურებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ. საქართველოში არავის სჯერა, რომ წინასაარჩევნოდ პატიოსანი მეცნიერების დაპატიმრება მართლაც საფუძვლიანი იყოს. მთელი სცენარი აამოქმედეს, მაგრამ ხელისუფლებას მაინც ვერაფერი უშველის",-განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა