სალომე სამადაშვილის განცხადებით, მომავალი მოწვევის პარლამენტში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტში დავით გარეჯის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის საშუალება ექნება „ქართულ ოცნებასაც“, რომელიც ოპოზიციის სახით იქნება წარმოდგენილი.

„დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მრავალწლიანი მოლაპარაკებების თემა არის ძალიან რთული თემა, ამ თემაში თუ არსებობს რაიმე სიახლე, ახალი გარემოება, რომელიც სხვანაირად წარმოაჩენს დღემდე მიმდინარე მოლაპარაკებებს, ამ ყველაფრის შესასწავლად, ახალ პარლამენტში, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნება უმცირესობაში წარმოდგენილი, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ დეტალურად, ფუნდამენტურად, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, შევისწავლოთ ყველა ეს საკითხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს